უძრავი ქონების შეფასება

ტერმინი „უძრავი ქონება“ პირველად გამოყენებულ იქნა რომის იმპერიის დროს. ამჟამად იგი გამოიყენება მსოფლიოს ყველა ქვეყნებში, და ძნელია ეკონომიკის რაიმე სექტორის წარმოდგენა, რომელიც მოქმედებს უძრავ ქონებასთან შეხების გარეშე.

უძრავი ქონება წარმოადგენს ორი ობიექტის ერთობლიობას, პირველი- მიწის ნაკვეთი, ბუნებრივი წარმოშობის მქონე ობიექტია, ხოლო მეორე- შენობა ან ნაგებობა, ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით უძრავ ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთები, წიაღისეულის ნაწილები, განცალკევებული წყლის ობიექტები, ტყეები, მრავალწლოვანი ნარგავები, მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ნაგებობები და მიწაზე დამაგრებული სხვა ქონება, ესე იგი ის ობიექტი, რომლის მიწიდან განცალკევება შეუძლებელია, მოცემული ქონების ან მიწის ნაკვეთისთვის ზიანის მიყენების ან მათი დანიშნულების შეცვლის, შეწყვეტის ან მიზნობრივი დანიშნულებით შემდგომი გამოყენების  შეუძლებლობის გარეშე.

უძრავი ქონების შეფასება პროფესიონალური საქმიანობის სპეციალური სფეროა, და ამავდროულად, საჭიროებაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი გარიგების განხორციელების დროს, დაწყებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვიდან და საინვესტიციო პროგრამებიდან, დამთავრებული უძრავი ქონების იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ინვესტირებით.

უძრავი ქონების შეფასება რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს შესაბამის ცოდნას, შეფასების პრინციპებზე და მეთოდებზე დაფუძნებული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მუშაობას.

უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება ყველაზე მოთხოვნადი შეფასების ტიპია, რომელიც ძირითადად შემდგომი ფუნქციების განხორციელებისთვის ფასდება:

  • უძრავი ქონების იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ინვესტირების;
  • უძრავი ქონების გასხვისების;
  • ძირითადი საშუალებების გადაფასების;
  • უძრავი ქონების დაზღვევის;
  • ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის;
  • უძრავი ქონების აკრედიტირებულ მართვაში გადაცემის;
  • უძრავი ქონების დაგირავების;
  • სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევებში, გარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მიწების გასხვისების შემთხვევებისა;
  • უძრავი ქონების სახელმწიფოს ან საზოგადოების საჭიროებებისთვის შეძენის (აღების) შემთხვევებში;
  • უძრავი ქონების ფონდებში ინვესტირების;
  • უძრავი ქონების კონფისკაციის შედეგად რეალიზაციის და სხვა შემთხვევებში.

ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს უძრავი ქონების შეფასების შემდგომ მომსახურეობებს:

უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება;

უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისგან განსხვავებული ღირებულებების შეფასება:

  • საინვესტიციო ღირებულების შეფასება;
  • უტილიზაციის ღირებულების შეფასება;
  • სალიკვიდაციო ღირებულების შეფასება;
  • რეპროდუქციის ღირებულების შეფასება;
  • შეცვლის ღირებულების შეფასება;
  • რეპროდუქციის ან შეცვლის ნაშთური ღირებულების შეფასება;
  • ღირებულება გამოყენებაში;
  • ქირავნობის გადასახადის საბაზრო ღირებულების შეფასება;
  • გამოყენების უფლების საბაზრო ღირებულების შეფასება;
  • გაშენების უფლების საბაზრო ღირებულების შეფასება;
  • სადაზღვევო ღირებულების შეფასება.

ჩვენი ორგანიზაცია შეფასებას აწარმოებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დებულებების შესაბამისად (IVS).

Copyright ©2020 avyan.am. All Rights Reserved