შეფასება

სიტყვა შეფასებას აქვს ძალიან  ფართო შინაარსი. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ეს გამოხატავს აზრს „ღირებულების“ შესახებ. ჩვენს შემთხვევაში შეფასება არის ობიექტის ღირებულების განსაზღვრა, გარკვეული მდგომარეობით, გარკვეული მიზნით.

შეფასება ობიექტის ღირებულების განსაზღვრისადმი მიმართული მოქმედებების სისრულეა, რომლის შედეგი შემფასებლის დასაბუთებული აზრია შესაფასებელი ობიექტის ღირებულების შესახებ, შეფასების დღის მდგომარეობით.

შესაფასებელი ობიექტები შესაძლოა იყოს შენობები და ნაგებობები, მიწის ნაკვეთები, მოწყობილობები და აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, არამატერიალური აქტივები, საწარმოები – როგორც მოქმედი ბიზნესი და სხვა აქტივები.

   შეფასების საჭიროება დგება შემდგომი ფუნქციების განხორციელებისთვის:

  • ქონების იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ინვესტირებისთვის;
  • ქონების გასხვისება;
  • ძირითადი საშუალებების გადაფასება;
  • საწარმოს, ორგანიზაციის ღირებულების განსაზღვრა;
  • იურიდიული პირების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია;
  • სტრატეგიული დაგეგმვა;
  • ქონების დაზღვევა;
  • ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ქონების გადაცემა აკრედიტირებულ მართვაში;
  • ქონების დაგირავება;
  • სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევებში, გარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მიწების გასხვისების შემთხვევებისა;
  • უძრავი ქონების სახელმწიფოს ან საზოგადოების საჭიროებებისთვის შეძენის (აღების) შემთხვევებში;
  • ქონების ფონდებში ინვესტირების შემთხვევებში;
  • ქონების კონფისკაციის შედეგად რეალიზაციის შემთხვევებში;
  • ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულების დადებისას;
  • საინვესტიციო პროგრამების შემუშავება;
  • ძირითადი საშუალებების ჩამოწერისას, როდესაც მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელია ან არამიზანშეწონილი

და სხვა მრავალ შემთხვევაში.

   ჩვენი ორგანიზაცია შეფასებას აწარმოებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დებულებების შესაბამისად (IVS).

Copyright ©2020 avyan.am. All Rights Reserved